Friday, February 28, 2014
აკვარიუმის შეძენა გადაწყვიტეთ? მაშინ თქვენ ეს უნდა იცოდეთ
აკვარიუმის შერჩევა
აკვარიუმი პირველ რიგში, არის ჩაკეტილი სისტემა, შუშაში მოთავსებული წყალქვეშა სამყაროს პატარა ნაწილი, რომელშიც პატრონის სურვილებისამებრ ბინადრობენ და მრავლდებიან თევზები, ლოკოკინები და სხვა მოლუსკები, წყლის მცენარეები და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ მარტივი სისტემაა, მაგრამ ამ სფეროში ჩაღრმავებისთანავე აკვარიუმისტი ნელნელა ხვდება, თუ რამდენად რთულად და საინტერესოდ არის იგი მოწყობილი.თუ გადაწყვიტეთ აკვარიუმის დადგმა. გებადებათ კითხვა - ”როგორი აკვარიუმი დავდგა?”. რა თქმა უნდა პირველ რიგში აკვარიუმის ზომა განპირობებული იქნება მისი მოთავსების ადგილის ზომებზე. თუმცა ბევრი დამწყები უპირატესობას ანიჭებს მრგვალ და პატარა აკვარიუმებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათი მოვლა უფრო ადვილია. ეს ასე არ არის! მრგვალი აკვარიუმი როგორც საჭირო აპარატურის დამაგრების და განთავსებისთვის მოუხერხებელია, ასევე თევზების ცქერისას მათ ამახინჯებს.მცირე მოცულობის აკვარიუმში წყლის ბალანსის რეგულირება ძალიან ძნელია, რაც ხშირ შემთხვევაში თევზის დაღუპვას იწვევს. გარდა ამისა ამას მოჰყვება სხვა მრავალი პრობლემა (თევზების არჩევანის შემცირება, მათი მოვლის გართულება და ა.შ)
ამიტომ, დამწყებებისთვის ოპტიმალურია მართხუთხა ფორმის აკვარიუმი, მოცულობით 70-100 ლიტრი.
სასურველია თუ აკვარიუმს ექნება თავსახური. ეს როგორც ტემპერატურის სტაბილურობას
შეუწყობს ხელს, ასევე გამორიცხავს თევზების აკვარიუმიდან ამოხტომის ფაქტებს, რაც ასე
ხშირია უთავსაფრო აკვარიუმის შემთხვევაში.
აკვარიუმის დადგმა, საჭირო აპარატურის დაყენება
და გაშვება
აკვარიუმის შერჩევის შემდეგ, საჭიროა მისი სწორ ადგილზე
დადგმა. მის მოთავსებამდე, კარგი იქნება ქვეშ პენოპლასტის ან
რაიმე ნაჭერის დადება, სიმძიმის სწორად გადანაწილებისთვის.
ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გაუშვას მომავალი ბინადრები, რაც ხშირად აკვარიუმისტისთვის პირველი და თევზისთვის ბოლო შეცდომაა. თევზების გაშვებამდე ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის, ან კვირის მოცდაა საჭირო, სანამ გრუნტში და წყალში დასახლდებიან და გამრავლდებიან საჭირო სასრგებლო ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები.
აკვარიუმში ბიობალანსის დამყარების დასრულებას ადვილად შეატყობთ. პირველ დღეებში წყალი აიმღვრევა, გახდება არაგამჭირვალე, რაც ბაქტერიების ჭარბი გამრავლებით აიხსნება, შემდეგ კი 2-3 დღეში გაიწმინდება. ამ პროცესს აკვარიუმის გაშვება ჰქვია. ეს კი უკვე შემდეგ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია.
თევზების არჩევა
თევზების ყიდვამდე, კარგი იქნებოდა თუ დასაწყისისთვის ინტერნეტში ან ნაცნობ აკვარიუმისტებთან დაათვალიერებდით თევზებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდით თევზების არჩევანში. ყველაზე მთავარია, რომ ერთ აკვარიუმში მაცხოვრებელი თევზები დაახლოებით ერთნაირი ზომის იყვნენ, რადგან იმის მიუხედავად, მტაცებელი თუ არა თევზი, პირში რაც ჩაეტება ყველაფერს ჭამს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ერთბაშად ბევრი თევზი ნუ მოგყავთ. დასაწყისისთვის დაკმაყოფილდით 4-5 თევზით, წყლის მცენარეებით და ლოკოკინებით (თუ გსურთ). შემდეგ უკვე ბინადრების მომრავლებაზე შეიძლება ფიქრი.
ზოომაღაზიაში თევზის არჩევის შემდეგ, იწყება ისეთი საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ამ თევზის ჩვენს აკვარიუმში გადაყვანას ეხება. უმრავლეს შემთხვევაში, დამწყები აკვარიუმისტები არ აქცევენ ყურადღებას ამ პროცედურას, რადგან უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და ეს ხშირ შემთხვევაში თევზის დაღუპვით მთავრდება. შემდეგ კი ზოომაღაზიის მიმართ პრეტენზია უჩნდებათ, ავადმყოფი თევზი მოგვყიდაო. ზოგჯერ კი საერთოდ უქრებათ სურვილი აკვარიუმის ქონის. ასეთ შედეგებამდე რომ არ მივიდეს საქმე, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
- პირველ რიგში , რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიყვანოთ შეძენილი თევზი სახლში, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდში. ეს მეტად თბილი წყლის თევზებს ეხება, რადგან, წყლის ტემპერატურა სწრაფად დაიწყებს დავარდნას , ხოლო ტემპერატურის არასტაბილურობა, ცუდად აისახება თევზის ჯანმრთელობაზე. ხოლო, თუ თევზის გადაყვანა უნდა მოხდეს შორ მანძილზე, მაშინ აუცილებელია გადასაყვან კონტეინერში ჩაიდოს ჟანგბადის კომპრესორი, უჟანგბადობით რომ არ დაიღუპოს თევზი. მსგავსი კომპრესორები, რომლებსაც არ სჭირდებათ დენის წყარო და მუშაობენ ელემენტებზე, იყიდება ზოომაღაზიებში.
- სახლში მიყვანის შემდეგ, იწყება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, თევზის აკვარიუმში სწორად გადაყვანის პროცედურა.
ხშირად თევზს ზოომაღაზიაში სვამენ პარკში და ისე ატანენ მყიდველს. აკვარიუმისტი უნდა მოიქცეს შემდეგნაირად, ამ პარკს გაუხსნდელად ჩაკიდებს აკვარიუმში, რათა პარკში წყალი გაუთანაბრდეს აკვარიუმის ტემპერატურას. 5 წუთის შემდეგ ეს პარკი უნდა გაიხსნას და ჩაემატოს ცოტა რაოდენობით აკვარიუმის წყალი. დაახლოვებით ხუთ წუთში კიდევ უნდა ჩაემატოს უფრო მეტი წყალი, ხოლო მეორე ჩამატებიდან 5 წუთში, შეგვიძლია თევზი გავუშვათ აკვარიუმში, რადგან, იგი უკვე მიჩვეული იქნება აკვარიუმის წყლის ტემპერატურას და შემადგენლობასაც, შესაბამისად, არ დაემართება სტრესი ახალ გარემოში უცაბედად მოხვედრის გამო.
ამ პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ძალიან ნაკლებ შანსია თევზის სიკვდილიანობის და ჯანმრთელობის დასუსტების, რაც ასე ხშირია თევზის აკვარიუმის წყალთან შეუჩვევლად ჩასმის შემთხვევაში.
თევზების მოვლა
თევზების მოვლა შესდგება მათი კვებისგან და წყლის ცვლისგან. საკვებიდან ყველაზე პოპულარულია გერმანულის ფირმების ტეტრა და სერას სპეც.საკვები. მაგალითად ტეტრა რუბინი, ტეტრა პრო ქოლორი (რომლებიც შეიცავენ ბუნებრივ მღებავ ნივთიერებებს - კაროტნოიდებს, რომლებიც წითელი ფერის თევზს უფრო მკვეთრ ფერს აძლევენ), ტეტრა მინი (ვიტამინიზირებული საკვები), ტეტრა ფილი და ტეტრა პრო ვეჯითეიბლი (მცენარეული საკვები) და ა.შ. თქვენს წყლის ბინადრებს სავარაუდოდ ჩამოთვლილთაგან ყველა დასჭირდება, რადგან მრვალფეროვანი და ბალანსირებული კვება თევზების ჯანმრთელობის გარანტია. რომელი და რა სიხშირით უნდა აჭამოთ, ეს უკვე თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. აგრეთვე კარგია რაციაონის ცოცხალი საკვებით გამდიდრება - მოტილი (კოღოს ჭუპრები), ტრუბოჩნიკი, დაფნია. პირველი ორის დამუშავებაა საჭირო. მოტილს 1-2 წუთით მარნგანცოვკის სუსტ ხსნარში რეცხავენ, რის შემდეგ ათავსებენ ჭურჭელში და საყინულეში ყინავენ. თევზებისთვის მიცემამდე გაყინულ ნატეხს წყალში ალბობენ, შემდეგ წყალს აქცევენ და დარჩენილ ჭუპრებს აკვარიუმში ყრიან.
ტრუბოჩნიკის შენახვა ხდება სხვანაირად - იღებენ ჯამს, ყრიან შიგ ტრუბოჩნიკს და გამდინარე წყლის ქვეშ დგავენ. როცა ტრუბოჩნიკი გაიწმინდება, ის მუქი ფერის მაგვირად ვარდისფერი გახდება (ამისათვის დაახლოებით 1 კვირაა საჭირო), აი ეხლა კი უკვე შეგიძლიათ აჭამოთ თქვენი აკვას ბინადრებს.
ცოცხალი საკვების ჭმევა სისტემატური სახის ხასიათი არ უნდა მიიღოს. ძირითადად მშრალი მიაწოდეთ თევზებს, ცოცხალი კი კვირაში 2-3 ჯერ.
წყლის ცვლა - რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობითია წყლის ცვლა.
წყლის ცვლა - რაოდენობა და სიხშირე პირდაპირ დამოკიდებული თევზების რაოდენობაზე და სახეობაზე. ნორმალურ აკვარიუმში ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ტარდება, რომლის დროს აკვარიუმის მოცულობის ¼ იცვლება. რაც უფრო მეტი თევზია, მით უფრო ხშირი ან მოცულობითია წყლის ცვლა.
აკვარიუმის გრუნტის (ქვიშის) მოვლა
აკვარიუმის გრუნტის მოვლა მნიშვნელოვანია წყლის სისუფთავის და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. გრუნტის სისქე იმაზეა დამოკიდებული, აკვარიუმში მცენარეები არის თუ არა. მცენარეების შემთხვევაში, მისი სისქე უნდა იყოს 5-8 სმ, რაც აუცილებელია მცენარეთა ფესვთა სისტემის განვითარებისთვის. ასევე აუცილებელია წვრილი ფრაქციის იყოს. მასში ხშირად ამატებენ სპეციალურ სასუქებსაც. როდესაც გრუნტი დაფარულია მცენარეების საფარით, მისი გაწმენდა, ანუ დასიფონება არ ხდება, რადგან, ეს მცენარეების განვითარებას შეუშლის ხელს.
როდესაც გრუნტი არაა
გამიზნული მცენარეების ჩასარგავად, მისი რაოდენობაც შეუზღუდავია, ანუ შეიძლება გაცილებით
ნაკლებიც ჩაიყაროს აკვარიუმში.
უმცენარო აკვარიუმში,
გაწმენდა, დასიფონება უნდა მოხდეს თვეში ერთხელ, რადგან გრუნტიდან მოშორდეს მავნე ნარჩენები
და ნიტრატები, რომელიც ილექება მის ქვეშ. ზოგადად გრუნტის დანიშნულებაც ეგაა, რომ დაილექოს
მასში ზედმეტი ნივთიერებები.
გრუნტის დასიფონებისთვის
ვიყენებთ სპეციალური ხელსაწყოს, სიფონს, რომლის საშუალებითაც ხდება მისი გასუფთავება.
ნახეთ ვიდეო - გრუნტის დასიფონება
Wednesday, February 26, 2014
მწვანე ხალიჩა აკვარიუმისთვის - ელეოხარისი Eleocharis
ცოცხალი მცენარეებით აკვარიუმის დეკორირებისას სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხალიჩის ეფექტი, რომელსაც წინა ფლანგზე მზარდი დაბალი მცენარეები ქმნიან. ცოცხალი ხალიჩისათვის ერთ ერთი საკუკეთესო და პოპულარული წლის მცენარე ელეოხარისის (Eleocharis) სხვადასხვა სახეობაა. აკვარიუმის ინტენსიური გამწვანებისათვის რამოდენიმე პარამეტრია მნიშვნელოვანი, სათანადო ტემპერატურა (საშ 24-25 გრადუსი), მაღალი განათება (მინიმუმ 0.25 ვატი ლიტრზედა ზემოთ), CO2: (მინიმუმ 5 მ/გ ლიტრზე და ზემოთ), ხარისხიანი სუბსტრატი და სხვადასხვა ტიპის სასუქი. წლის მცენარეების მინიმალური მოთხოვნები განსხვავებულია. მატივი გამწვანება მაღალი განათებისა და CO2-ის გარეშეც შეაძლებელია მაგრამ, შესაბამისად საჭიროა ნაკლებად მომთხოვნი სახეობების შერჩევა, რაზეც ჩვენ სხვა პოსტებში ვისაუბრებთ. ინტენსიური ცოცხალი ხალიჩა მაღალ მოთხოვნილებებს უყენებს აკვარიუმის მოყვარულებს, მაგრამ შედეგი ღირს დახარჯულ ენერგიათ და რესურსად. გთავაზობთ ელეოხარისის სამი სახეობის მოკლე აღწერას. ელეოხარისი სულ უფრო ხშირად გამოიყენება აკვარიუმში მწვანე მოლის ეფექტის მისაღებად.
ელეოხარისი Eleocharis ჭაობის მოყვარულ მცენარეთა გვარია რომელიც ისლიანების (Cyperaceae) ოჯახში 250 მდე სახეობას აერთიანებს. მცენარეს ფართო გავრცელების არეალი აქვს, როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე ჩრდილოეთში, ავსტრალიასა და აზიაში. სახელი ბერძნულიდან მომდინარეობს ἕλειος (ჰელიოს - მზე) და χάρις (ხარის - ჭაობის მკვიდრი).
Eleocharis Parvula ელეოხარის პარვულა
ერთ-ერთი ყველაზე პოპუარული სახეობაა, რომელიც აკვარიუმში ხალიჩისებრი ეფექტის მისაღებად გამოიყენება. ხშირად გაყიდვაში მისი მსგავსი სახეობა Eleocharis pusilla, რომელიც პარვულას იდენტურია. შესაბამისი პირობების შემთხვევაში ე. პარვულა ძალიან მალე მრავლდება პწკალების საშუალებით და ნელ ნელა მისთვის გამოყოფილი გრუნტის შევსებას იწყებს. ე. პარვულა 3-10 სანტიმეტრამდე იზრდება. როდესაც მცენარე მაქსიმალურად მოედება გრუნტს და სიმაღლეშიც მაქსიმუმს მიაღწევს, შეაძლებელია 2 სმ-მდე გადაჭრა ან გამოხშირვა, რათა ახალ ღეროებს ზრდის საშუალება მიეცეთ და მცენარეებმა ახალი ყლორტებით კიდევ უფრო კაშკაშა მწვანე ფერი მიიღოს. ამოხშრივა რთული გასაკეთებელია და ხალიჩისებრი ზრდდის შემთხვევაში აზრს მოკლებული. ამიტომ აკვარიუმისტთა უმეტესობა შეკრეჭვის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას.
სირთულე: მარტივი
ზრდა: სწრაფი
სიმაღლე: 3 - 10 სმ
სინათლე: მინ 0.25 ვატი
ლიტრზე
ტემპერატურა: 18-27 C
CO2: მინიმუმ 3-5 მ/გ
ლიტრზე
dKH: 0-14 მდე
Eleocharis sp. 'mini' მინიატურული ელეოხარისი
მინიატურული ელეოხარისი ე. პარვულაზე კომპაქტურია. ის მხოლოლდ 3-5 სანტიმეტრამდე იზრდება და ე. პარვულასთან შედარებით უფრო ინტენსიურ ხალიჩასც იძლევა. და CO2-ისადმი და სინათლისადმი ბევრად მაღალი მოთხოვნილება აქვს და უფრო ადვილად ეგუება მაღალ ტემპერატურას 28-30 C, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს დისუსების მოყვარულებს აქტიურად გამოიყენონ ეს სახეობა აკვარიუმის ლანდსკეიპში. მრავლდება ასევე პწკალების საშუალებით.
სირთულე: საშუალო
ზრდა: სწრაფი
სიმაღლე: 3 - 5 სმ
სინათლე: მინ 0.5ო ვატი
ლიტრზე
ტემპერატურა: 18-27 C
CO2: მინიმუმ 10-14 მ/გ
ლიტრზე
dKH: 0-14 მდე
Eleocharis sp. - გინანტური ელეოხარისი
გინანტური ელეოხარისი, იგივე ამერიკული ელეოხარისიწარმოშობით ჩრდილოეთ ამეიკიდანაა და აკვარიუმში უმეტესწილად უკანა ფონის გასაფორმებლად გამოიწენება, რადგან სიმაღლეშ 20-40 სანტიმეტრს აღწევს. ეს სახეობა შედარებით ადვილად მოსავლელ კატეგორიას მიეკუთვნება მიატურული ელეოხარისისაგან განსხვავებით. მრავლდება ასევე პწკალების საშუალებით.
ძირითადი მაჩვენებლები
სირთულე: მარტივი
ზრდა: საშუალო
სიმაღლე: 20 - 40 სმ
სინათლე: მინ 0.25 ვატი
ლიტრზე
ტემპერატურა: 18-27 C
CO2: მინიმუმ 3-5 მ/გ
ლიტრზე
dKH: 0-14 მდე
- ნახეთ ვიდეო თუ როგორ მოამზადოთ დარგოთ ელეოხარისი აკვარიუმის გრუნტში
Subscribe to:
Posts (Atom)