Sunday, March 2, 2014

წყლის კუ


მინდა კუ

პატარა და საყვარელი კუს დანახვისას, ბევრს უჩნდება მისი ყიდვის და თავის თევზებიან აკვარიუმში გაშვების სურვილი. თუმცა ამ დროს ცდებიან, რადგან თითქმის ყველა წყლის კu აქტიური მტაცებელია. სწორედ ეგრეა და ნუ დაუჯერებთ გამყიდველების ზღაპრებს რომ არ ერჩიან არანაირ თევზს. აკვარიუმის თევზებიდან ისინი მხოლოდ დიდი ზომის და აგრესიული ხასიათის მქონე თევზებს არ ერჩიან (ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა).

კუს არჩევა

არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელსაც კუს არჩევის დროს უნდა დააკვირდეთ. პირველ რიგში კუ უნდა იყოს აქტიური და არ უნდა ხშირად ხუჭავდეს თვალებს. ეგზორიკური კუების უმეტესობა, რომელსაც ზოომაღაზიებში ყიდიან, ხშირად არიან დაავადებული თვალების ინფექციით. ასევე არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ბაქანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რა პირობებში ჰყავთ კუები (წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე).

კუს მოვლა

დავუშვათ, აარჩიეთ კუ და მოიყვანეთ სახლში. როგორ აკვარიუმში უნდა გაუშვათ ის? უფრო სწორედ აკვარიუმში კი არა, არამედ აკვატერარიუმში. კუს აკვატერარიუმი მკვეთრად განსხვავდება თევზების აკვარიუმისგან. ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი წყლის გამათბობლით რეგულატორით, წყლის ფილტრით, რომელიც წყალს ორგანული ნარჩენებისგან გაასუფთავებს. წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის საჭიროა თერმომეტრი. 
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ზღვის კუებისგან განსხვავებით, მტკანრი წყლის კუები როგორც წყლის, ასევე ხმელეთის არსებები არიან, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ წყლიდან ამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ვარიანტი შეგვიძლია ჩავალაგოთ ერთმანეთზე დაწყობილი დიდი ლოდები, ან უბრალოდ კენჭებისგან გავაკეთოთ ამოსასვლელი. წყლის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრიტ უნდა ფარავდეს კუს. არანაირი საჭიროება არაა უფრო ბევრი წყლის ჩასხმის. 
როგორც მოგეხსენებათ, კუ არის ქვეწარმავალი, რაც ავტომატურად მის ცივსისხლიანობას ნიშნავს. ამიტომ, ხმელეთზე ამოსასვლელის ზემოთ აუცილებელია ჩვეულებრივი ნათურის დაყენება, რომელიც გაათბობს კუს. 
აკვატერარიუმის გაფორმება შეიძლება ხის ტოტებით, რომელზეც თქვენი ჯავშნიანი მეგობარი დაისვენებს, ხელოვნური მცენარეებით, მოკლედ თითქმის ყველაფრით, რითიც თქვენ მოისურვებთ. მთავარია, წყალში არ იხსნებოდეს და წამლავდეს მას.
წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განამვლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა. 
კვება არ წარმოადგენს პრობლემას. საკვების ძირითად ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმვენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს (თუმცა ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია, თევზეულისგან განსხვავებით) და სპეციალურ საკვების კუსთვის. რაციონის მრავალფეროვნებისთვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ. ზაფხულში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყველანაირ მწერებს, ასევე ლოკოკინებს და ობობებს. ჭიაყელების დიდი მოყვარულებიც არიან. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზდასრულ კუს 2-3 დღეში ერთხელ. 



აკვატერარიუმის მოწყობის მაგალითი


ცალკე შევეხები ჩვენი ქართული კუების თემას. ტროპიკული კუებისგან განსხვავებით, ბუნებაში საქართველოში მობინადრე კუები იძინებენ. აკვარიუმში მუდმივად მაღალ ტეპმერატურაზე ყოლის დროს შეიძლება უარი განაცხადონ ჭამაზე. ამ დროს საჭიროა წყლის ტემპერატურის ნელი დაწევა 10-15 გრადუსამდე და 1-2 კვირის შემდეგ ასეთივე ნელი ტემპებით მისი აწევა თავდაპირველ პარამეტრებამდე. როგორც წესი, ამის შემდეგ მათ უბრუნდებათ ჭამის მადა.
ასეთი ფართო რაციონი თავისთავად წყლის დაბინძურებას მოიაზრებს, ამიტომ საჭიროა კვირაში ერთხელ ან ორჯერ (წყლის დაბინძურებისთანავე) წყლის მოცულობის 20-30% ცვლა. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი, ქლორის გარეშე, რომელიც საშინლად აზიანებს კუს თვალებს.
თბილ ამინდში ძალიან სასარგებლოა რამოდენიმე საათით აივანზე გაყვანა, სადაც კუ ულტრაიისფერი გამოსხივებას მიიღებს. მაგრამ ყურადღება მიაქცეით, რათა იგი არ გადახურდეს მზეზე.

კუები, რომლებიც საქართველოში გვხვდება გაყიდვაში არიან: 

წითელყურა კუ (trachemys scripta elegans), რომელიც ყველაზე პოპულარული წყლის კუა მთელს მსოფლიოში და წარმოშობით ამერიკელია (ფლორიდა და აშშ-ს სხვა სამხრეთი შტატები). დედალი იზდება 25-30 სმ,მ ამალი 20-25 სმ. ცხოვრობენ 50 წლამდე პირობების მიხედვით, აკვარიუმის მოცულობა ზრდასრული კუსთვის 200 ლ.-ზე მეტი. წყლის ტემპერატურა - 24-27 გრადუსი. 

წითელყურა კუ

კასპიური კუ (Mauremys caspica), საქართველოს მკვიდრი ბინადარი, საშუალო ზომა 25 სმ. აკვარიუმის ტევადობა 200 ლ.-ზე ზევით, წყალი (18-25 გრადუსი). სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 17-18 წელს შეადგენს.

კასპიური კუ

ევროპული ჭაობის კუ (Emys orbicularis), საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი ბინადარი, რომელიც იზდება 15-38 სმ.-მდე და ცოცხლობს 60 წლამდე. წყლის ტემპერატურა18-25 გრადუსი.


ევროპული ჭაობის კუ

ტრიონიქსი - Chinese softshell turtle, (Pelodiscus sinensis), აღმოსავლეთის ბინადარი, რომელიც გამოირჩევა თავისი ზეაგრესიული ხასიათით და მისი ყოლა ნებისმიერ თევზთან უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხელში დაჭერა მკაცრად არ არის რეკომდირებულ, რადგან აქვს ძალიან გრძელი კისერი და შეუძლია ხორცის მოგლეჯვა კბენის შემთხვევა. იზრდება 35-40 სმ-დე, ხოლო იწონის 3-4 კგ-ს. წყლის ტემპერატუა 26-28 გრადუსი. სხვა კუებისგან განსხვავებით მას არ სჭირდება ხმელეთზე ამოსასვლელი. ჩინურ ტრიონიქსს აქვს ნადირობის ძალიან საინტერესო ტაქტიკა. გრუნტში ჩამარხული, ის მხოლოდ თავს გამოყოფს და ელოდება თევზის, ბაყაყის ან მცირე ზომის ძუძუმწოვარის მოახლოებას, რის შემდეგ გამოწევს თავის გრძელ კისერს და ძლიერი ყბებით იჭერს საკვებს. ზდასრული ტრიონიქსისთვის აკვარიუმის ტევადოდა 500 ლ.-ზე ზევით და ისიც აუცილებლად მარტო უნდა იყოს. 
ზევით ჩამოთვლილთაგან ტრიონიქსის გარდა, ყველას შეუძლიათ იცხოვრონ დიდი ზომის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად. 


ტრიონიქსი

წყლის კუს ჯიშები რომლებიც არ გვხვდეbა საქართველოში, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია საზღვარგარეთის ქვეყნებში:

Malaclemys terrapin, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები - Diamondback terrapin, რაც დაახლოებით ბრილიანტზურგა წყლის კუს ნიშნავს. ბინადრობს არეალი მოიცავს პრაქტკულად მთლიან ჩრდილოეთი ამერიკას.

ღორისცხვირა კუ, (Carettochelys insculpta), Carettochelys-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ეს კუ ვეგეტარიანელია და მისი ყოლა შეიძლება ნებისმიერ თევზთან მაგრამ სჭირდება დიდი მოცულობის აკვარიუმი - 500ლ.-ზე ზევით ბინადრობს ავსტრალიაში და ახალ გვინეაში.

გრაფტემისები - map turtle (Graptemys), ამ გვარის კუები ძალიან მშვიდობიანები არიან და მათი ყოლა შეიძლება ამერიკულ და აფრიკულ ციხლიდებთან ერთად. იზდება 20-25 სმ. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

კაიმანისებრი კუ - snapping turtle (Chelydra serpentine) - ტრიონიქსივით დიდი იზდება და ძალიან აგრესიულია. მისი ყოლაც ასევე რეკომენდირებულია მარტო. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

ავსტრალიური გველკისერა კუ - eastern long-necked turtle (Chelodina longicollis) - წითელყურასთან შედარებით არის აგრესიული კუ, რომელიც იზრდება 25-30 სმ-მდე. 




2 comments:

  1. როგორ ვუმკურმალოდ კუს რომელსაც თვალის დაავადება აქვს?

    ReplyDelete
  2. mainteresebs igive natura shegvidzlia davayenot rogoric chven saxlshi gvaqvs

    ReplyDelete