Friday, July 25, 2014

პოგოსტემონ ჰელფერი - Pogostemon helferi

წარმოშობა: ტაილანდი. ზრდა: საშუალო სისწრაფე. სიმაშლე: 2-10 სმ. სიგანე: 5-10 სმ.  სინათლე: 0.5-1 ვატი ლიტრზე. CO2: 6-14 მგ ლიტრზე.  °C: 15-28, °dKH: 2-14


პოგოსტემონ ჰელფერი (Pogostemon helferi) წარმოშონით ტაილანდიდანაა, რომელიც მხოლოდ 1996 წლიდან შემომიდა აკვარიუმისტიკაში, როგორც პოპულარული წლის მცენარე. როგორც წესი მას აკვარიუმის წინა ან შუა ფლანგზე რგავენ, რადგან ზრდასრული მცენარე მაქსიმუმ სიმაღლეში 10 სანტიმეტრს აღწევს. სიგანეშიც 5-10 სანტიმეტრი იზრდება. პოგოსტემონ .- ხშირად გრუნტის ინტენსიურ საფარადაც გამოიყენებენ ზრდასრული ჯანსაღი მცენარის საინტერესო ფოლიაჟისა და ხასხასა მწვანე ფერის გამო. პოგოსტემონი ფესვზე მიმაგრებულიც კარგად იზრდება, თუმცა ურჩევნია ნოყიერი სასუქიანი სუბსტრატი და შედარბით მომცრო ზომის გრუნტი

 პოგოსტემონ ჰელფერი ნახევრად რთულ მცენარედ ითვლებათუმცა საკმარისი სინათლის (0.5-1 ვატი ლიტრზედა co2- მიწოდების შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად იზრდებათქხევადი სასუქიდან განსაკუთრებით კარგად რეაგირებს მაგნიუმსა და კალიუმის (potassium), ასევე ფოსფატისა და ნიტრატის მიწოდებაზეთუმცა ეს ორი უკანასკნელი სასუქი აკვარიუმში ისედაც გროვდება თუ მცენარეების გარდა თევზებიც საკმარისი ოდენობით გყავთ. კალიუმის დამატება მცენარის ფოთოლს უფრო ბუთქუნასწვნიანს და კაშკაშას ხდის (დოზირება სასუქის შეფუთვაზე იქნება მითითებული)


ზრდის ტემპი შედარებით ნელი აქვსგამრავლება კი მარტივად ხდებაგამოიყენეთ მჭრელი მაკრატელიმცენარის თითქმის გრუნტთან გადასაჭრელადღერო შეგიძლიათ დააპატარავოთ და ზედმეტი ფოთოლი მოაცილოთ და ოდნავ მოშორებით კვლავ გრუნტშ მოათავსოთგადარგული ყლორტი  მალევე გაიკეთებს ფესვსხოლო დედა მცენარის გადანაჭრიდან ახალი მცენარე დაიწყებს ზრდას

პოგოსტემონ ჰელფერი აკვარიუმში ჩაძირულ ფესვებსა და ხის მორებზეც კარგად იზრდებაგამოიყენეთ ნეილონი ძაფიხეზე მისამაგრებლადძაფი მცენარის ღეროზე ფრთხილად გადაახვიეთ რომ მცენარის ღერო არ დააზიანოს და ზედმეტად მჭიდროდ არ წეკრათ


პოგოსტემონ .- ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში კარგად იზრდებაეს კი კარგ შესაძლებლობას აძლევს პალუდარიუმების მოყვარულებს.   


ფოთლების გაყვითლება და ნელი ზრდა სასუქის ან CO2 უკმარისობის მაჩვენებელიაპოგოსტემონის ფოთლები თევზებს ძალიან გემრიელად ეჩვენებათ და ხშირად მოჭმული ახალი ფოთლებითქვენს თევზებში მცენარეული საკვების ნაკლებობაზე მიუთითებსამ შემთხვევაში თქვენს თევზებს აუცილებლად მიეცით დამატებითი მცენარეული საკვები

მაღაზიაში გასაყიდი მცენარე ხშირად უღიმღამოდ გამოიყურებაროგორც წესი ის დროებით ქოთანში .. "ქვის ბამბაშიაგახვეულიევროპაში პოგოსტემონს უკვე წარმატებით ამრავლებენ სპეციალურ ჟელეში .. "ინ ვიტროქილებშიორივე შემთხვევაში მცენარე უნდა გასუფთავდესდაიყოს და გადაირგას აკვარიუმში







Tuesday, March 4, 2014

აკვარიუმის წყალი


წყლის სიხისტე, სიმჟავე და რბილი წყალი

ამ პოსტში ცოტათი ქიმიაში წავივარჯიშებთ, უფრო სწორედ წყლის ქიმიაში. ანუ ვისაუბრებთ წყალის მაჩვენებლებზე რომელიც მნიშვნელოვანია იცოდეს გამოცდილმა აკვარიუმისტმა. ასევე შეეძლოს გაზომოს წყლის მახასიათებელი მარტივი თუ რთული ტესტებით და ადექვატური პირობები შეუქმნას თევზსა თუ აკვარიუმის სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. ყველა თევზი გამომდინარე მათი გავრცელების გეოგრაფიიდან განსხვავდება ერმანეთისაგან წყლისადმი მოთხოვნის მიხედვბით. 

მნიშვნელოვანია წარმოდგენა გვქონდეს წყლის მახასიათებელზე, რათა უფრო ზუსტად შევუხამოთ აკვარიუმის მაცხოვრებლები ერთმანეთს და შედეგად მივიღოთ ლამაზი, კეთილმოწყობილი და ჯანმრთელი აკვარიუმი. წყლის მაჩვენებლების მკვეთრი რყევა თევზის სტრესს განაპირობებს, ხშირად დაავადებებს ან უეცარ სიკვდილსაც იწვევს.
ამ პოსტში ვისაუბრებთ რა არის წყლის სიხისტე, ასევე რბილ, მჟავე და ტუტე წყალზე. ანუ აკვარიუმისტებისათვის კარგად ნაცნობ წყლის ტესტებზე ასახულ ტერმინებზე dGH, dKh, და pH. ტესტები ხშირად გთავაზობენ ასევე გაზომოთ  NO2, NO3. ამაზე სხვა პოსტებში ვისაუბრებთ.

აკვარიუმისათვის ვარგისი წყლის ხარისხს მასში გახსნილი მყარი ნაწილაკების საერთო ოდენობა განაპირობებს. ესაა ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, მინერალები, მარილები. ყველაზე ხშირად ესაა კაცლიუმი, მაგნიუმი, კალიუმი. მნიშვნელოვანი ქლორი, რომელიც სპეციალურად დეზინფექციის მიზნით ემატება წყლის სამსახურების მიერ. წყალში გახსნილი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია, პირველ რიგში ქლორი დამღუპველია თევზებისათვის, ბაქტერიებისათვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის 24 საათით გაჩერება, ან სპეციალური სითხეების Tetra AquaSafe, Seachem Prime, Sera Aquatan და სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული მსგავსი დანამატების გამოყენება, რომელიც ანეიტრალებს ქლორს, კრავს მავნე მყარი ნაწილაკებს და ონკანის წყალს რამოდენიმე წამში აკვარიუმისათვის უსაფრთხოს ხდის.

თუმცა, როდესაც წყლის ხარისხზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც, რომლებსაც ახლა განვიხილავთ.

წყლის სიხისტეს მასში გახსნილი მიერალებისა და მარილების ოდენობა განსაზღვრავს. აკვარიუმისტებისათვის ორი სახის სიხისტეა მნიშვნელოვანი. GH - General Hardness (ზოგადი სიხისტე - კალციუმი, მაგნიუმი, სხვა) და KH - Carbonate Hardness (ნახშირმჟავას მარილები - სოდა, კალიუმი, სხვა). ორივეს ერთად ხშირად საერთო სიხისტედ  განიხილავენ, თუმცა ორივე ცალ ცალკეა მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენც მათ ცალ ცალკე ჩავუღრმავდებით.  

ზოგად სიხისტეს წყალში გახსნილი მაგნიუმი და  კალციუმის ჰიდროკარბონატები განსაზღვრავენ. GH-ს ასევე მუდმივ სიხისტესაც უწოდებენ ხოლმე, რადგან წყლის შემადგენლობიდან მათი მარტივად მოცილება, მაგალითად წყლის ადუღებით შეუძლებელია.ეს GH-ს KH-საგან განასხვავებს, რადგან სოდის, კალიუმის და სხვა შემადგენელი მარილების მოცილება წყლიდან მარტივი ადუღებითაა შესაძლებელი. GH-ის ოდენობას სხვადასხვა საზომით განსაზღვრავენ, თუმცა ყველაზე ხშირად ხშირად ppm - parts per million და გრადუსში გამოსახავენ  - dGH ანუ degrees of General Hardnes. ერთი dGH უდრის 10 მილიგრამ კალციუმის ან მაგნიუმის ოქსიდს ერთ ლიტრაზე, რაც 17.848 ppm-ია. dGH-ს ძირიდათადად ევროპულ მაღაზიებში ნაყიდ ტესტერებზე აღმოაჩენთ, ppm-ს კი ამერიკულსა და ბრიტანულში. თუმცა ნუ დაიბნევით ppm-ის 17.9-ზე გაყოფის შემთხვევაში მიიღებთ dGH-ს და პირიქით. მაგალითად თუ ჩემი აკვარიუმის სიხისტე 140 ppm-ია, მაშინ  dGH-ის საზომით ის 7.8 გამოდის. KH-ის შემთხვევაში ზუსტად მსგავსი პრინციპი მუშაობს.

ეს კი ცხრილი რომელიც dGH -ის  ppm-ის მიხედვით, რომელიც წყლის სიხისტისა თუ სირბილის გასაზღვრაში დაგეხმარებათ.

0 - 4 dGH ანუ 0 - 70 ppm ძალიან რბილი წყალი
4 - 8 dGH
ანუ 70 - 140 ppm რბილი
8 - 12 dGH
ანუ 140 - 210 ppm მეტნაკლებად ხისტი
12 - 18 dGH
ანუ 210 - 320 ppm საკმაოდ ხისტი
18 - 30 dGH
ანუ 320 - 530 ppm ხისტი
30 dGH
-ის ზემოთ ანუ 530 ppm-ის ზემოთ ძალიან ხისტი


თბილისში და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე უმეტესწილად საკმაოდ ხისტი და ხისტი წყალია. 

KH - Carbonate Hardness ნუ კარბონატული სიხისტეს წყალში ნახშირმჟავას მარილების, კალციუმის  ჰიდროკარბონატების ოდენობა განსაზღვრავს (მაგ. სოდა და კალიუმი). KH-ის ყველაზე ხშირად ხშირად ppm - parts per million და გრადუსში გამოსახავენ  - dKH ანუ degrees of Carbonate Hardnes (რომ არ დავიბნეთ განვმარტავ, რომ KH გერმანულიდან Karbonate მოდის).  დოლომიტი, კალციტი, კირქვა და სხვა მინერალები კარბონატული მინერალებია.  იგივე ფორმულა როგორც GH ის შემთხვევაში განვიხილეთ KH-ის შემთხვევაშიც მუშაობს. KH-ს არაა მდგარდი და მისი მოცილება წყლიდან მარტივავ ადუღებითაა შესაძლებელი.


დისკუსი ერთ ერთი ყველაზე მომთხოვნი თევზია წყლის მაჩვენებლების მიმართ.  


KH - თევზებზე პირდაპირი გზით არ ზემოქმედებს, მაგრამ აკვარიუმში ძალზედ მნიშვნელოვანია მისი „ბუფერული“ პოტენციალი. KH მნიშვნელოვანია მისი PH-ზე ზემოქმედების გამო და მას უფრო სტაბილურ თვისებას სძენს. ანუ ამცირებს pH-ის მაჩვენებლის რყევას, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ აკვარიუმებისათვის რომელსაც CO2 მიეწოდება. რაც უფრო  მაღალია KH მით უფრო სტაბილური pH. შედარებისთვის KH შეგვიძლია ერთგვარ ღრუბელად (გუბკად) წარმოვიდგინოთ რომელიც იწოვს მჟავასს თუმცა მისი შეაძლებლობები უსასრულო არაა და შესაბამის მაჩვენებლამდე გაჯერების შემდეგ მჟავა სწრაფად იწყებს წყლის მაჩვენებლის დრამატულ რყევას, რაც თევზების სწრაფი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს.  თუ ამ აბზაცით ზედმეტად დაიბენით ძალიან ნუ იდარდებთ, სხვა პოსტებშიც უფრო დეტალურად და პრაქტიკულად აგიხსნით თუ რა და როგორ.

pH აკვარიუმის წყლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რომელიც განსაზღვრავს წყლის მჟავიანობას და ტუტიანობას.  pH მჭიდროდაა დაკავშირებული აკვარიუმში ნახშიროჟანგის დონესთან რომელიც ნახშირმჟავას წარმოქმნის. pH იზომება 1-დან 14 საზომით. 1-7 აღნიშნავს მჟავიანობას, 7-14-მდე ტუტეს (alkaline). 7 ნეიტრალური გასათვალისწინებელია რომ თითო მაჩვენებელი 10 ჯერ მეტ კონცენტრაციას ასახავს, ანუ pH 5  ათჯერ უფრო მჟავიანია ვიდრე pH 6 და ასჯერ უფრო მჟავიანი ვიდრე  pH 7 და ასე შემდეგ. მჩვენებელია. შედარებისთვის ლიმონის წვენი და ძმარის pH არის 2, ფორთოხლის 4, სოდის ph - 9, მათეთრებლის 13.  სუფთა ტბის წლის pH 6-ია, მასში ტბის თევზი თავისუფლად ცოცხლობს, თუმცა კალმახი კვდება. ზღვის წყლის pH არის 8. ასე რომ pH-ის დიდი რყევა ძალზედ სახიფათოა თევზებისათვის.

როგორც თავიდან ავხსენი, თევზები სხვადასხვა რეგიონიდან განსხვავდებიან ერთამნეთისაგან წყლის მოთხოვნებთან მიმართებაში. აფრიკული ციხლიდებისათვის აბსოლუტურად მისაღები ხისტი წყალი, აბსოლუტურად მიუღებელია ამაზონის აუზის ქარაცინებისათვის - ტეტრებისათვის და პირიქით. დროთა განმავლობაში თევზს შეუძლია შეგუება ცოტათი და არა რადიკალურად განსხვავებულ წყალთან, თუმცა მათი ქვირითობისათვის ბუნებრივთან მიახლოვებული წყლის ქიმიური შემადგენლობა აუცილებელია. 

იმედი მაქვს ეს პოსტი დაგეხმარათ ტერმინების წყლის მახასიათებლების გარკვევაში. სხვა პოსტებში გავაგრძლეებთ საუბარს წყალზე, როგორ მოვუაროთ მას, ვაკონტროლოთ და შევეცადოთ შევცვალოთ მაჩვენებლები ბუნებრივი გზით თუ ისინი არ გვაკმაყოფილებს.

მალე იხილეთ შემდეგი პოსტები: 

  • როგორ გავხადოთ ონკანის წყალი აკვარიუმისათვის ვარგისად
  • როგორ გავზომოთ წყლის შემადგენლობა და რატომაა ეს საჭირო.
  • როგორ შევცვალოთ წყლის მახასიათებლები. 


Sunday, March 2, 2014

წყლის კუ


მინდა კუ

პატარა და საყვარელი კუს დანახვისას, ბევრს უჩნდება მისი ყიდვის და თავის თევზებიან აკვარიუმში გაშვების სურვილი. თუმცა ამ დროს ცდებიან, რადგან თითქმის ყველა წყლის კu აქტიური მტაცებელია. სწორედ ეგრეა და ნუ დაუჯერებთ გამყიდველების ზღაპრებს რომ არ ერჩიან არანაირ თევზს. აკვარიუმის თევზებიდან ისინი მხოლოდ დიდი ზომის და აგრესიული ხასიათის მქონე თევზებს არ ერჩიან (ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა).

კუს არჩევა

არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელსაც კუს არჩევის დროს უნდა დააკვირდეთ. პირველ რიგში კუ უნდა იყოს აქტიური და არ უნდა ხშირად ხუჭავდეს თვალებს. ეგზორიკური კუების უმეტესობა, რომელსაც ზოომაღაზიებში ყიდიან, ხშირად არიან დაავადებული თვალების ინფექციით. ასევე არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ბაქანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რა პირობებში ჰყავთ კუები (წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე).

კუს მოვლა

დავუშვათ, აარჩიეთ კუ და მოიყვანეთ სახლში. როგორ აკვარიუმში უნდა გაუშვათ ის? უფრო სწორედ აკვარიუმში კი არა, არამედ აკვატერარიუმში. კუს აკვატერარიუმი მკვეთრად განსხვავდება თევზების აკვარიუმისგან. ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი წყლის გამათბობლით რეგულატორით, წყლის ფილტრით, რომელიც წყალს ორგანული ნარჩენებისგან გაასუფთავებს. წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის საჭიროა თერმომეტრი. 
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ზღვის კუებისგან განსხვავებით, მტკანრი წყლის კუები როგორც წყლის, ასევე ხმელეთის არსებები არიან, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ წყლიდან ამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ვარიანტი შეგვიძლია ჩავალაგოთ ერთმანეთზე დაწყობილი დიდი ლოდები, ან უბრალოდ კენჭებისგან გავაკეთოთ ამოსასვლელი. წყლის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრიტ უნდა ფარავდეს კუს. არანაირი საჭიროება არაა უფრო ბევრი წყლის ჩასხმის. 
როგორც მოგეხსენებათ, კუ არის ქვეწარმავალი, რაც ავტომატურად მის ცივსისხლიანობას ნიშნავს. ამიტომ, ხმელეთზე ამოსასვლელის ზემოთ აუცილებელია ჩვეულებრივი ნათურის დაყენება, რომელიც გაათბობს კუს. 
აკვატერარიუმის გაფორმება შეიძლება ხის ტოტებით, რომელზეც თქვენი ჯავშნიანი მეგობარი დაისვენებს, ხელოვნური მცენარეებით, მოკლედ თითქმის ყველაფრით, რითიც თქვენ მოისურვებთ. მთავარია, წყალში არ იხსნებოდეს და წამლავდეს მას.
წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განამვლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა. 
კვება არ წარმოადგენს პრობლემას. საკვების ძირითად ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმვენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს (თუმცა ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია, თევზეულისგან განსხვავებით) და სპეციალურ საკვების კუსთვის. რაციონის მრავალფეროვნებისთვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ. ზაფხულში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყველანაირ მწერებს, ასევე ლოკოკინებს და ობობებს. ჭიაყელების დიდი მოყვარულებიც არიან. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზდასრულ კუს 2-3 დღეში ერთხელ. 



აკვატერარიუმის მოწყობის მაგალითი


ცალკე შევეხები ჩვენი ქართული კუების თემას. ტროპიკული კუებისგან განსხვავებით, ბუნებაში საქართველოში მობინადრე კუები იძინებენ. აკვარიუმში მუდმივად მაღალ ტეპმერატურაზე ყოლის დროს შეიძლება უარი განაცხადონ ჭამაზე. ამ დროს საჭიროა წყლის ტემპერატურის ნელი დაწევა 10-15 გრადუსამდე და 1-2 კვირის შემდეგ ასეთივე ნელი ტემპებით მისი აწევა თავდაპირველ პარამეტრებამდე. როგორც წესი, ამის შემდეგ მათ უბრუნდებათ ჭამის მადა.
ასეთი ფართო რაციონი თავისთავად წყლის დაბინძურებას მოიაზრებს, ამიტომ საჭიროა კვირაში ერთხელ ან ორჯერ (წყლის დაბინძურებისთანავე) წყლის მოცულობის 20-30% ცვლა. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი, ქლორის გარეშე, რომელიც საშინლად აზიანებს კუს თვალებს.
თბილ ამინდში ძალიან სასარგებლოა რამოდენიმე საათით აივანზე გაყვანა, სადაც კუ ულტრაიისფერი გამოსხივებას მიიღებს. მაგრამ ყურადღება მიაქცეით, რათა იგი არ გადახურდეს მზეზე.

კუები, რომლებიც საქართველოში გვხვდება გაყიდვაში არიან: 

წითელყურა კუ (trachemys scripta elegans), რომელიც ყველაზე პოპულარული წყლის კუა მთელს მსოფლიოში და წარმოშობით ამერიკელია (ფლორიდა და აშშ-ს სხვა სამხრეთი შტატები). დედალი იზდება 25-30 სმ,მ ამალი 20-25 სმ. ცხოვრობენ 50 წლამდე პირობების მიხედვით, აკვარიუმის მოცულობა ზრდასრული კუსთვის 200 ლ.-ზე მეტი. წყლის ტემპერატურა - 24-27 გრადუსი. 

წითელყურა კუ

კასპიური კუ (Mauremys caspica), საქართველოს მკვიდრი ბინადარი, საშუალო ზომა 25 სმ. აკვარიუმის ტევადობა 200 ლ.-ზე ზევით, წყალი (18-25 გრადუსი). სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 17-18 წელს შეადგენს.

კასპიური კუ

ევროპული ჭაობის კუ (Emys orbicularis), საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი ბინადარი, რომელიც იზდება 15-38 სმ.-მდე და ცოცხლობს 60 წლამდე. წყლის ტემპერატურა18-25 გრადუსი.


ევროპული ჭაობის კუ

ტრიონიქსი - Chinese softshell turtle, (Pelodiscus sinensis), აღმოსავლეთის ბინადარი, რომელიც გამოირჩევა თავისი ზეაგრესიული ხასიათით და მისი ყოლა ნებისმიერ თევზთან უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხელში დაჭერა მკაცრად არ არის რეკომდირებულ, რადგან აქვს ძალიან გრძელი კისერი და შეუძლია ხორცის მოგლეჯვა კბენის შემთხვევა. იზრდება 35-40 სმ-დე, ხოლო იწონის 3-4 კგ-ს. წყლის ტემპერატუა 26-28 გრადუსი. სხვა კუებისგან განსხვავებით მას არ სჭირდება ხმელეთზე ამოსასვლელი. ჩინურ ტრიონიქსს აქვს ნადირობის ძალიან საინტერესო ტაქტიკა. გრუნტში ჩამარხული, ის მხოლოდ თავს გამოყოფს და ელოდება თევზის, ბაყაყის ან მცირე ზომის ძუძუმწოვარის მოახლოებას, რის შემდეგ გამოწევს თავის გრძელ კისერს და ძლიერი ყბებით იჭერს საკვებს. ზდასრული ტრიონიქსისთვის აკვარიუმის ტევადოდა 500 ლ.-ზე ზევით და ისიც აუცილებლად მარტო უნდა იყოს. 
ზევით ჩამოთვლილთაგან ტრიონიქსის გარდა, ყველას შეუძლიათ იცხოვრონ დიდი ზომის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად. 


ტრიონიქსი

წყლის კუს ჯიშები რომლებიც არ გვხვდეbა საქართველოში, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია საზღვარგარეთის ქვეყნებში:

Malaclemys terrapin, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები - Diamondback terrapin, რაც დაახლოებით ბრილიანტზურგა წყლის კუს ნიშნავს. ბინადრობს არეალი მოიცავს პრაქტკულად მთლიან ჩრდილოეთი ამერიკას.

ღორისცხვირა კუ, (Carettochelys insculpta), Carettochelys-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ეს კუ ვეგეტარიანელია და მისი ყოლა შეიძლება ნებისმიერ თევზთან მაგრამ სჭირდება დიდი მოცულობის აკვარიუმი - 500ლ.-ზე ზევით ბინადრობს ავსტრალიაში და ახალ გვინეაში.

გრაფტემისები - map turtle (Graptemys), ამ გვარის კუები ძალიან მშვიდობიანები არიან და მათი ყოლა შეიძლება ამერიკულ და აფრიკულ ციხლიდებთან ერთად. იზდება 20-25 სმ. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

კაიმანისებრი კუ - snapping turtle (Chelydra serpentine) - ტრიონიქსივით დიდი იზდება და ძალიან აგრესიულია. მისი ყოლაც ასევე რეკომენდირებულია მარტო. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

ავსტრალიური გველკისერა კუ - eastern long-necked turtle (Chelodina longicollis) - წითელყურასთან შედარებით არის აგრესიული კუ, რომელიც იზრდება 25-30 სმ-მდე.