წყლის სიხისტე, სიმჟავე და რბილი წყალი
ამ პოსტში ცოტათი ქიმიაში წავივარჯიშებთ, უფრო სწორედ წყლის ქიმიაში. ანუ ვისაუბრებთ წყალის მაჩვენებლებზე
რომელიც მნიშვნელოვანია იცოდეს გამოცდილმა აკვარიუმისტმა. ასევე შეეძლოს გაზომოს წყლის
მახასიათებელი მარტივი თუ რთული ტესტებით და ადექვატური პირობები შეუქმნას თევზსა თუ
აკვარიუმის სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. ყველა თევზი გამომდინარე მათი გავრცელების გეოგრაფიიდან
განსხვავდება ერმანეთისაგან წყლისადმი მოთხოვნის მიხედვბით.
მნიშვნელოვანია წარმოდგენა გვქონდეს წყლის მახასიათებელზე,
რათა უფრო ზუსტად შევუხამოთ აკვარიუმის მაცხოვრებლები ერთმანეთს და შედეგად მივიღოთ
ლამაზი, კეთილმოწყობილი და ჯანმრთელი აკვარიუმი. წყლის მაჩვენებლების მკვეთრი რყევა
თევზის სტრესს განაპირობებს, ხშირად დაავადებებს ან უეცარ სიკვდილსაც იწვევს.
ამ პოსტში ვისაუბრებთ რა არის წყლის სიხისტე, ასევე
რბილ, მჟავე და ტუტე წყალზე. ანუ აკვარიუმისტებისათვის კარგად ნაცნობ წყლის ტესტებზე
ასახულ ტერმინებზე dGH,
dKh, და pH. ტესტები
ხშირად გთავაზობენ ასევე გაზომოთ NO2, NO3. ამაზე სხვა
პოსტებში ვისაუბრებთ.
აკვარიუმისათვის ვარგისი წყლის ხარისხს მასში გახსნილი
მყარი ნაწილაკების საერთო ოდენობა განაპირობებს. ესაა ორგანული და არაორგანული ნივთიერებები,
მინერალები, მარილები. ყველაზე ხშირად ესაა კაცლიუმი, მაგნიუმი, კალიუმი. მნიშვნელოვანი
ქლორი, რომელიც სპეციალურად დეზინფექციის მიზნით ემატება წყლის სამსახურების მიერ.
წყალში გახსნილი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია, პირველ რიგში ქლორი დამღუპველია
თევზებისათვის, ბაქტერიებისათვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ამიტომ მნიშვნელოვანია
წყლის 24 საათით გაჩერება, ან სპეციალური სითხეების Tetra AquaSafe, Seachem Prime, Sera Aquatan და სხვადასხვა
კომპანიის მიერ წარმოებული მსგავსი დანამატების გამოყენება, რომელიც ანეიტრალებს ქლორს,
კრავს მავნე მყარი ნაწილაკებს და ონკანის წყალს რამოდენიმე წამში აკვარიუმისათვის უსაფრთხოს
ხდის.
თუმცა, როდესაც წყლის ხარისხზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია
გვახსოვდეს რომ წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების გარდა არსებობს სხვა მაჩვენებლებიც,
რომლებსაც ახლა განვიხილავთ.
წყლის სიხისტეს მასში გახსნილი მიერალებისა და მარილების ოდენობა განსაზღვრავს. აკვარიუმისტებისათვის ორი სახის სიხისტეა მნიშვნელოვანი. GH - General Hardness (ზოგადი სიხისტე - კალციუმი, მაგნიუმი, სხვა) და KH - Carbonate Hardness (ნახშირმჟავას მარილები - სოდა, კალიუმი, სხვა). ორივეს ერთად ხშირად საერთო სიხისტედ განიხილავენ, თუმცა ორივე ცალ ცალკეა მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენც მათ ცალ ცალკე ჩავუღრმავდებით.
ზოგად სიხისტეს წყალში გახსნილი მაგნიუმი და კალციუმის ჰიდროკარბონატები განსაზღვრავენ. GH-ს ასევე მუდმივ
სიხისტესაც უწოდებენ ხოლმე, რადგან წყლის შემადგენლობიდან მათი მარტივად მოცილება,
მაგალითად წყლის ადუღებით შეუძლებელია.ეს GH-ს KH-საგან განასხვავებს, რადგან სოდის, კალიუმის და სხვა
შემადგენელი მარილების მოცილება წყლიდან მარტივი ადუღებითაა შესაძლებელი. GH-ის ოდენობას
სხვადასხვა საზომით განსაზღვრავენ, თუმცა ყველაზე ხშირად ხშირად ppm - parts per million და გრადუსში გამოსახავენ - dGH ანუ degrees of General Hardnes. ერთი dGH უდრის 10 მილიგრამ კალციუმის ან მაგნიუმის
ოქსიდს ერთ ლიტრაზე, რაც 17.848 ppm-ია. dGH-ს ძირიდათადად ევროპულ მაღაზიებში ნაყიდ
ტესტერებზე აღმოაჩენთ, ppm-ს
კი ამერიკულსა და ბრიტანულში. თუმცა ნუ დაიბნევით ppm-ის 17.9-ზე გაყოფის შემთხვევაში მიიღებთ
dGH-ს
და პირიქით. მაგალითად თუ ჩემი აკვარიუმის სიხისტე 140 ppm-ია, მაშინ dGH-ის საზომით ის 7.8 გამოდის. KH-ის
შემთხვევაში ზუსტად მსგავსი პრინციპი მუშაობს.
ეს კი ცხრილი რომელიც dGH -ის ppm-ის მიხედვით, რომელიც წყლის სიხისტისა თუ სირბილის გასაზღვრაში დაგეხმარებათ.
0 - 4 dGH ანუ
0 - 70 ppm ძალიან რბილი წყალი
4 - 8 dGH ანუ 70 - 140 ppm რბილი
8 - 12 dGH ანუ 140 - 210 ppm მეტნაკლებად ხისტი
12 - 18 dGH ანუ 210 - 320 ppm საკმაოდ ხისტი
18 - 30 dGH ანუ 320 - 530 ppm ხისტი
30 dGH-ის ზემოთ ანუ 530 ppm-ის ზემოთ ძალიან ხისტი
თბილისში და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე უმეტესწილად საკმაოდ ხისტი და ხისტი წყალია.
4 - 8 dGH ანუ 70 - 140 ppm რბილი
8 - 12 dGH ანუ 140 - 210 ppm მეტნაკლებად ხისტი
12 - 18 dGH ანუ 210 - 320 ppm საკმაოდ ხისტი
18 - 30 dGH ანუ 320 - 530 ppm ხისტი
30 dGH-ის ზემოთ ანუ 530 ppm-ის ზემოთ ძალიან ხისტი
თბილისში და ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე უმეტესწილად საკმაოდ ხისტი და ხისტი წყალია.
KH - Carbonate Hardness ანუ კარბონატული
სიხისტეს წყალში ნახშირმჟავას მარილების, კალციუმის ჰიდროკარბონატების ოდენობა განსაზღვრავს (მაგ. სოდა და კალიუმი). KH-ის ყველაზე
ხშირად ხშირად ppm - parts per million და გრადუსში გამოსახავენ - dKH ანუ degrees of Carbonate Hardnes (რომ არ დავიბნეთ განვმარტავ, რომ KH გერმანულიდან Karbonate მოდის). დოლომიტი, კალციტი, კირქვა
და სხვა მინერალები კარბონატული მინერალებია. იგივე ფორმულა როგორც GH ის შემთხვევაში განვიხილეთ KH-ის შემთხვევაშიც მუშაობს. KH-ს არაა მდგარდი
და მისი მოცილება წყლიდან მარტივავ ადუღებითაა შესაძლებელი.
KH - თევზებზე
პირდაპირი გზით არ ზემოქმედებს, მაგრამ აკვარიუმში ძალზედ მნიშვნელოვანია მისი „ბუფერული“
პოტენციალი. KH მნიშვნელოვანია
მისი PH-ზე ზემოქმედების
გამო და მას უფრო სტაბილურ თვისებას სძენს. ანუ ამცირებს pH-ის მაჩვენებლის
რყევას, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ აკვარიუმებისათვის რომელსაც CO2 მიეწოდება.
რაც უფრო მაღალია KH მით უფრო სტაბილური
pH. შედარებისთვის
KH შეგვიძლია ერთგვარ ღრუბელად (გუბკად) წარმოვიდგინოთ რომელიც იწოვს მჟავასს თუმცა მისი შეაძლებლობები უსასრულო
არაა და შესაბამის მაჩვენებლამდე გაჯერების შემდეგ მჟავა სწრაფად იწყებს წყლის მაჩვენებლის
დრამატულ რყევას, რაც თევზების სწრაფი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს. თუ ამ აბზაცით ზედმეტად დაიბენით ძალიან ნუ იდარდებთ, სხვა პოსტებშიც უფრო დეტალურად და პრაქტიკულად აგიხსნით თუ რა და როგორ.
pH აკვარიუმის წყლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რომელიც განსაზღვრავს წყლის მჟავიანობას და ტუტიანობას. pH მჭიდროდაა დაკავშირებული აკვარიუმში ნახშიროჟანგის დონესთან რომელიც ნახშირმჟავას წარმოქმნის. pH იზომება 1-დან 14 საზომით. 1-7 აღნიშნავს მჟავიანობას, 7-14-მდე ტუტეს (alkaline). 7 ნეიტრალური გასათვალისწინებელია რომ თითო მაჩვენებელი 10 ჯერ მეტ კონცენტრაციას ასახავს, ანუ pH 5 ათჯერ უფრო მჟავიანია ვიდრე pH 6 და ასჯერ უფრო მჟავიანი ვიდრე pH 7 და ასე შემდეგ. მჩვენებელია. შედარებისთვის ლიმონის წვენი და ძმარის pH არის 2, ფორთოხლის 4, სოდის ph - 9, მათეთრებლის 13. სუფთა ტბის წლის pH 6-ია, მასში ტბის თევზი თავისუფლად ცოცხლობს, თუმცა კალმახი კვდება. ზღვის წყლის pH არის 8. ასე რომ pH-ის დიდი რყევა ძალზედ სახიფათოა თევზებისათვის.
pH აკვარიუმის წყლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რომელიც განსაზღვრავს წყლის მჟავიანობას და ტუტიანობას. pH მჭიდროდაა დაკავშირებული აკვარიუმში ნახშიროჟანგის დონესთან რომელიც ნახშირმჟავას წარმოქმნის. pH იზომება 1-დან 14 საზომით. 1-7 აღნიშნავს მჟავიანობას, 7-14-მდე ტუტეს (alkaline). 7 ნეიტრალური გასათვალისწინებელია რომ თითო მაჩვენებელი 10 ჯერ მეტ კონცენტრაციას ასახავს, ანუ pH 5 ათჯერ უფრო მჟავიანია ვიდრე pH 6 და ასჯერ უფრო მჟავიანი ვიდრე pH 7 და ასე შემდეგ. მჩვენებელია. შედარებისთვის ლიმონის წვენი და ძმარის pH არის 2, ფორთოხლის 4, სოდის ph - 9, მათეთრებლის 13. სუფთა ტბის წლის pH 6-ია, მასში ტბის თევზი თავისუფლად ცოცხლობს, თუმცა კალმახი კვდება. ზღვის წყლის pH არის 8. ასე რომ pH-ის დიდი რყევა ძალზედ სახიფათოა თევზებისათვის.
როგორც თავიდან ავხსენი, თევზები სხვადასხვა რეგიონიდან
განსხვავდებიან ერთამნეთისაგან წყლის მოთხოვნებთან მიმართებაში. აფრიკული ციხლიდებისათვის
აბსოლუტურად მისაღები ხისტი წყალი, აბსოლუტურად მიუღებელია ამაზონის აუზის ქარაცინებისათვის
- ტეტრებისათვის და პირიქით. დროთა განმავლობაში თევზს შეუძლია შეგუება ცოტათი და არა
რადიკალურად განსხვავებულ წყალთან, თუმცა მათი ქვირითობისათვის ბუნებრივთან მიახლოვებული
წყლის ქიმიური შემადგენლობა აუცილებელია.
იმედი მაქვს ეს პოსტი დაგეხმარათ ტერმინების წყლის მახასიათებლების
გარკვევაში. სხვა პოსტებში გავაგრძლეებთ საუბარს წყალზე, როგორ მოვუაროთ მას, ვაკონტროლოთ
და შევეცადოთ შევცვალოთ მაჩვენებლები ბუნებრივი გზით თუ ისინი არ გვაკმაყოფილებს.
მალე იხილეთ შემდეგი პოსტები:
მალე იხილეთ შემდეგი პოსტები:
- როგორ გავხადოთ ონკანის წყალი აკვარიუმისათვის ვარგისად
- როგორ გავზომოთ წყლის შემადგენლობა და რატომაა ეს საჭირო.
- როგორ შევცვალოთ წყლის მახასიათებლები.
No comments:
Post a Comment