წარმოშობა: ტაილანდი. ზრდა: საშუალო სისწრაფე. სიმაშლე: 2-10 სმ. სიგანე: 5-10 სმ. სინათლე: 0.5-1 ვატი ლიტრზე. CO2: 6-14 მგ ლიტრზე. °C: 15-28, °dKH: 2-14
პოგოსტემონ ჰელფერი (Pogostemon helferi) წარმოშონით ტაილანდიდანაა, რომელიც მხოლოდ 1996 წლიდან შემომიდა აკვარიუმისტიკაში, როგორც პოპულარული წლის მცენარე. როგორც წესი მას აკვარიუმის წინა ან შუა ფლანგზე რგავენ, რადგან ზრდასრული მცენარე მაქსიმუმ სიმაღლეში 10 სანტიმეტრს აღწევს. სიგანეშიც 5-10 სანტიმეტრი იზრდება. პოგოსტემონ ჰ.-ს ხშირად გრუნტის ინტენსიურ საფარადაც გამოიყენებენ ზრდასრული ჯანსაღი მცენარის საინტერესო ფოლიაჟისა და ხასხასა მწვანე ფერის გამო. პოგოსტემონი ფესვზე მიმაგრებულიც კარგად იზრდება, თუმცა ურჩევნია ნოყიერი სასუქიანი სუბსტრატი და შედარბით მომცრო ზომის გრუნტი.
პოგოსტემონ ჰელფერი ნახევრად რთულ მცენარედ ითვლება. თუმცა საკმარისი სინათლის (0.5-1 ვატი ლიტრზე) და co2-ს მიწოდების შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად იზრდება. თქხევადი სასუქიდან განსაკუთრებით კარგად რეაგირებს მაგნიუმსა და კალიუმის (potassium), ასევე ფოსფატისა და ნიტრატის მიწოდებაზე. თუმცა ეს ორი უკანასკნელი სასუქი აკვარიუმში ისედაც გროვდება თუ მცენარეების გარდა თევზებიც საკმარისი ოდენობით გყავთ. კალიუმის დამატება მცენარის ფოთოლს უფრო ბუთქუნას, წვნიანს და კაშკაშას ხდის (დოზირება სასუქის შეფუთვაზე იქნება მითითებული)
ზრდის ტემპი შედარებით ნელი აქვს. გამრავლება კი მარტივად ხდება. გამოიყენეთ მჭრელი მაკრატელი, მცენარის თითქმის გრუნტთან გადასაჭრელად. ღერო შეგიძლიათ დააპატარავოთ და ზედმეტი ფოთოლი მოაცილოთ და ოდნავ მოშორებით კვლავ გრუნტშ მოათავსოთ. გადარგული ყლორტი მალევე გაიკეთებს ფესვს, ხოლო დედა მცენარის გადანაჭრიდან ახალი მცენარე დაიწყებს ზრდას.
პოგოსტემონ ჰელფერი აკვარიუმში ჩაძირულ ფესვებსა და ხის მორებზეც კარგად იზრდება. გამოიყენეთ ნეილონი ძაფი. ხეზე მისამაგრებლად. ძაფი მცენარის ღეროზე ფრთხილად გადაახვიეთ რომ მცენარის ღერო არ დააზიანოს და ზედმეტად მჭიდროდ არ წეკრათ.
პოგოსტემონ ჰ.- ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში კარგად იზრდება, ეს კი კარგ შესაძლებლობას აძლევს პალუდარიუმების მოყვარულებს.
ფოთლების გაყვითლება და ნელი ზრდა სასუქის ან CO2 უკმარისობის მაჩვენებელია. პოგოსტემონის ფოთლები თევზებს ძალიან გემრიელად ეჩვენებათ და ხშირად მოჭმული ახალი ფოთლები, თქვენს თევზებში მცენარეული საკვების ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში თქვენს თევზებს აუცილებლად მიეცით დამატებითი მცენარეული საკვები.
მაღაზიაში გასაყიდი მცენარე ხშირად უღიმღამოდ გამოიყურება. როგორც წესი ის დროებით ქოთანში ე.წ. "ქვის ბამბაშია" გახვეული. ევროპაში პოგოსტემონს უკვე წარმატებით ამრავლებენ სპეციალურ ჟელეში ე.წ. "ინ ვიტრო" ქილებში. ორივე შემთხვევაში მცენარე უნდა გასუფთავდეს, დაიყოს და გადაირგას აკვარიუმში.